გოშაძე ნაკრებში - ვაისმა მესამე საბურთალოელსაც უხმო


გოშაძე ნაკრებში - ვაისმა მესამე საბურთალოელსაც უხმო
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში "საბურთალოს" მეკარე ოთო გოშაძეს უხმო.

ინფორმაციას თბილისური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გიორგი ხარაიშვილისა და თედორე გრიგალაშვილის შემდეგ, გოშაძე მესამე საბურთალოელია, რომელიც იორდანიისა და უზბეკეთის ნაკრებების წინააღმდეგ "ჯვაროსნების" შემადგენლობაში მოემზადება.

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს 23 და 25 იანვარს გამართავს.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
საბურთალო გოშაძე

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები