მილანმა 40 წლის სტორარი დაიბრუნა


მილანმა 40 წლის სტორარი დაიბრუნა
"მილანმა" იტალიელი გოლკიპერი, მარკო სტორარი დაიბრუნა, იტყობინება "როსონერის" ოფიციალური ვებ–გვერდი.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, სტორარი "მილანის" ძირითადი შემადგენლობის მეკარის, ჯანლუიჯი დონურამას შემცვლელი იქნება.

აქამდე სტორარი "კალიარიში" იყო განათხოვრებული. ვეტერანმა მეკარემ მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 37 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა 0–ზე.

მარკო სტორარი "მილანის" ღირსებას 2007 წლიდან 2010 წლამდე იცავდა, თუმცა მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 17 გოლი გაუშვა.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები