რონალდუ: "მე უკვე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ნაწილი გავხდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "მე უკვე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ნაწილი გავხდი"


რონალდუ:
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ფიფას 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების შემდეგ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს.

"მე ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ნაწილი გავხდი. ეს ყოველთვის ჩემი მთავარი მიზანი იყო. მე არ მსურდა, რომ არა უბრალო მოთამაშე, არამედ ვარსკვლავი, საუკეთესო ფეხბურთელი ვყოფილიყავი. 

ტიტულები თავიანთ სათქმელს ამბობენ. მე ვამაყობ ამით, ეს მოტივაციას მმატებს. არანაირი საიდუმლო არ მაქვს, მე უბრალოდ ყოველთვის ბევრს ვმუშაობ. ჩემი გუნდი გაზრდის საშუალებას მაძლევს.

ევრო 2016–ის მოგება ყველაზე სასიხარულო იყო. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კარიერის პიკია", – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები