ჰალკი: "ოსკარი შანხაიში ჩემთან საუბრის შემდეგ გადმოვიდა"


ჰალკი:
"შანხაის" თავდამსხმელმა, ჰალკმა განაცხადა, რომ ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი, ოსკარი ჩინურ კლუბში სწორედ მასთან საუბრის შემდეგ გადავიდა.

"მე ოსკარს ამ ტრანსფერის თაობაზე ველაპარაკე. ვუთხარი, რომ შანხაი ძალიან ლამაზი ქალაქია, სადაც ის ფანტასტიურ წლებს გაატარებდა და პროგრესსაც აუცილებლად შეამჩნევდა. მე აქ ძალიან მომწონს. ოსკარი ამ გუნდში ჩემთან საუბრის შემდეგ გადმოვიდა", – განაცხადა ჰალკმა.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები