ყაზაიშვილი ესპანეთში მიემგზავრება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყაზაიშვილი ესპანეთში მიემგზავრება


ყაზაიშვილი ესპანეთში მიემგზავრება
ვარშავის "ლეგია" პოლონური ექსტრაკლასას მეორე წრისთვის მზადებას ესპანეთში გაივლის.

ინფორმაციას დედაქალაქელთა ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს და წერს, რომ გუნდი ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში 10 იანვარს გაფრინდება, სადაც 21 იანვრამდე დარჩება.

ყაზაიშვილი ესპანეთში მიემგზავრება
გუნდის მთავარი მწვრთნელის, იაჩეკ მაგიერას განაცხადში 32 ფეხბურთელია, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილიცაა.

არნემის "ვიტესმა“ 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი "ლეგიაში“ შარშან აგვისტოს მიწურულს ერთი სეზონით გაანათხოვრა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლეგიონერები ყაზაიშვილი ლეგია

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები