მანჩესტერ იუნაიტედი თასის ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა


მანჩესტერ იუნაიტედი თასის ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა
ინგლისის თასის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჰალ სიტის" უმასპინძლა და განმეორებითი მატჩისთვის კომფორტული, ორბურთიანი უპირატესობა შეიქმნა.

ანგარიში ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მხოლოდ 56-ე წუთზე გახსნეს. ედინ იაკუპოვიჩის გარის ბადე მეორე ტაიმის მე-11 წუთზე ესპანელმა, ხუან მატამ შეარხია.

უკვე მეორე ტაიმის სრულდებოდა, როცა 87-ე წუთზე ბელგიელმა შუახაზელმა, მარუან ფელაინიმ "ვეფხვების" კარი მეორედ აიღო და განმეორებითი შეხვედრისთვის "წითელ ეშმაკებს" კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.


თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები