გრიზმანმა კანკავას მადლობა გადაუხადა


გრიზმანმა კანკავას მადლობა გადაუხადა
ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდუ დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" შემტევს ანტუან გრიზმანს გამოკითხვაში ხმა ფეხბურთელებიდან მხოლოდ ჯაბა კანკავამ და უგო ლორისმა მისცეს.

"მადლობას ვუხდი მათ, ვინც გამოკითხვაში ხმა მე მომცა, მაგრამ ეს ჯილდო რონალდუს ეკუთვნოდა, რადგან მან წელს ყველაფერი მოიგო.

2016 წელი ჩემთვისაც კარგი იყო, თუმცა ტიტული ვერ მოვიგე. ამ ყველაფრის გამოსწორებას 2017-ში შევეცდები", - აცხადებს გრიზმანი.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები