რომელ კონტინენტს რამდენი ადგილი მოემატება მსოფლიო ჩემპიონატზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომელ კონტინენტს რამდენი ადგილი მოემატება მსოფლიო ჩემპიონატზე?


რომელ კონტინენტს რამდენი ადგილი მოემატება მსოფლიო ჩემპიონატზე?
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები იასპარეზებს.

ჯანი ინფატინომ ერთდროულად 16 ადგილი დაამატა მუნდიალს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

ცნობილია უკვე ისიც, თუ რომელ კონტინენტს რამდენი ადგილი მოემატება.

საფეხბურთო პუბლიკა ინფატინოს ინიციატივას კრიტიკულად უყურებს, რადგან ევროპას 16-დან მხოლოდ 3 ადგილი ერგო.

აფრიკის და აზიის ნაკრებებს კი პრაქტიკულად გაუორმაგდათ ადგილები, რასაც ცუდად უყურებენ, რადგან ამ კონტინენტების ქვეყნები იშვიათად აღწევენ წარმატებას მსოფლიო ჩემპიონატზე.

სიტუაცია ასეთია:

ევროპას ჰქონდა 13 ადგილი და გაუხდება 16.

აფრიკას ჰქონდა 5 ადგილი და გაუხდება 9, თითქმის გაუორმაგდება.

აზიას ჰქონდა 4.5 ადგილი და გაუხება 8.5 (4 პირდაპირ გადიოდა, 1 სხვა კონტინენტის ნაკრებთან გადათამაშებაზე, ახლა 8 პირდაპირ გავა, 1 გადათამაშებაზე).

ოკეანეთის ქვეყნებიდან ვერც ერთი ხვდებოდა პირდაპირ, ისინი გადათამაშებაზე მიდიოდნენ აზიელებთან, ახლა კი 1 ნაკრები პირდაპირ მოხვდება.

ჩრდილოეთ ამერიკიდან 3.5 ნაკრები ხვდებოდა, ახლა 6.5 ნაკრები მოხვდება.

სამხრეთ ამერიკიდან 4.5 ნაკრები ხვდებოდა ახლა კი 6 ნაკრები მოხვდება. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 10 ნაკრები გამოდის და მაგათგან 6 მუნდიალზე მოხვდება.

ეს იგივეა ევროპიდან დაახლოებით 30 ქვეყანა რომ ხვდებოდეს მსოფლიო ჩემპიონატზე.

რა თქმა უნდა, ინფატინოს ინიციატივა ევროპაში არ მოსწონთ, რადგან ყველაზე კარგ შედეგებს ევროპული გუნდები აფისქირებენ, თუმცა მათ მხოლოდ 3 ადგილი მოემატათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები