"კვირას ფანებს მეტი მართებთ", - მოურინიო გულშემატკივრით უკმაყოფილოა?


გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ფანებს მეტი მხარდამჭერისკენ მოუწოდა.

ინგლისის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში "მანჩესტერი" "ჰალს" შეხვდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

კვირას კი ჟოზე "ლივერპულს" მასპინძლობს:

"ჰალთან" მატჩი კარგი გამოდგა და შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა კვირას ურთულესი შეხვედრა გველის.

მე ვალდებული ვარ "ლივერპულთან" უკეთესად მოვამზადო გუნდი, ფეხბურთელები ვალდებულები არიან უკეთესი თამაში აჩვენონ და ფანები ვალდებულები არიან უკეთესად დაგვიჭირონ მხარი", - განაცხადა მოურინიომ.

ინგლისელ ფანებს არ მოეწონათ, რომ ჟოზემ ბოლოში წინადადებას გულშემატკივრებიც მიამატა, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად ქომაგობენ "იუნაიტედს".

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები