პიკეს უპასუხეს: "ბარსელონამაც ბევრი მოიგო, თუმცა არავინ გითხრათ მსაჯებმა მოგაგებინათო"


პიკეს უპასუხეს:
დღეს, ესპანეთის თასის მატჩში "ბარსელონა" "ბილბაოს" მასპინძლობს.

ბასკური გუნდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვარდე ხერარდ პიკეს ჟესტსაც შეეხო. ლა ლიგის გასულ შეხვედრში, ესპანელმა ტებასს (ლა ლიგის პრეზიდენტს) მსაჯების არაობიექტურობაში ბრალი დასდო.

"ბოლო წლებში "ბარსელონამ" არა ერთი ტიტული მოიგო, თუმცა არავის უთქვამს, რომ მსაჯებმა მოაგებინა.

შეცდომა ყველას მოსდის და ფეხბურთში ამისგან დაზღვეულები არ ვართ.

ცუდია, რომ ყველა მხოლოდ თავის სასარგებლოდ დასანიშნ პენალტებს ამჩნევს და იმ თერთმეტმეტრიანებს ვერ ამჩნევს, რომლებიც საკუთარი გუნდის კართან უნდა დანიშნულიყო", - განაცხადა ვალვარდემ.

"ბილბაომ" "ბარსელონას" პირველი შეხვედრა 2:1 მოუგო და აშკარაა, რომ დღეს დაძაბული ბრძოლა იქნება.

დღის ვიდეო

მხითარიანის გოლი საქართველოს ნაკრების კარში

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები