მოხვდებოდა თუ ვერა საქართველო მუნდიალზე ახალი სისტემით? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოხვდებოდა თუ ვერა საქართველო მუნდიალზე ახალი სისტემით?


მოხვდებოდა თუ ვერა საქართველო მუნდიალზე ახალი სისტემით?
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები გამოვა.

ჯანი ინფატინომ ადგილების რაოდენობა 16-ით გაზარდა, საიდანაც ევროპას მხოლოდ 3 ადგილი დაემატა.

საფეხბურთო სამყარო ამ ფაქტით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ფიქრობენ, რომ თუ ადგილების გაზრდა მოხდებოდა, სწორედ ევროპის ნაკრებებისთვის უნდა გაზრდილიყო ყველაზე მეტად.

ევროპას აქამდე 13 ადგილი ჰქონდა, ახლა კი 16 ექნება.

როგორც იცით, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევროპის კონტინენტიდან ამჟამად მხოლოდ პირველ ადგილოსნები ხვდებიან მუნდიალზე.

მეორე ადგილოსნები კი ფლეი ოფის რაუნდს გადიან.

დიდია იმის ალბათობა, რომ სამომავლოდ 8 ჯგუფი ჩამოყალიბდეს, საიდანაც 2-2 ნაკრები პირდაპირ მოხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე.

გადავავლოთ თვალი საქართველოს ნაკრების ისტორიას და გავიგოთ ამ სისტემით, წარსულში შეძლებდა თუ არა ჩვენი გუნდი მუნდიალზე ასპარეზობას.

საქართველოს ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე კარგი შედეგი მე-3 ადგილია.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა 1996 წელს დაიკავა მესამე ადგილი.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ჩვენმა გუნდმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიკავა მესამე პოზიცია. ეს ჩვენთვის მაქსიმუმი იყო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები 48-ადგილიან მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ მოხვდებოდა წარსულში. აწმყოზე ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია...

2002 - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
მოხვდებოდა თუ ვერა საქართველო მუნდიალზე ახალი სისტემით?

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები