ბორნმუთს ტერის დამატება სურს


ბორნმუთს ტერის დამატება სურს
ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ადგილოსანი "ბორნმუთი" ლონდონის "ჩელსის" ლეგენდასა და კაპიტანს, ჯონ ტერის, უმიზნებს.

ბრიტანული გამოცემა "Sky Sports" იტყობინება, რომ "ბორნმუთი" მზად არის 36 წლის ვეტერანი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დაიმატოს და სტაბილური სათამაშო პრაქტიკა მისცეს.

მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე ხუთმცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, ჯონს თამაში არ უწევს. ცენტრში დავიდ ლუისი, გარი კეჰილი და სესარ ასპილიკუეტა მოქმედებენ. ახლა კი უნიჭიერესი ფრანგი, კურტ ზუმაც, გამოჯანმრთელდა.

ტერის ამჟამინდელი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ მისი საქმეში ხილვა "არისტოკრატებისთვისაც" მნიშვნელოვანია, რათა მათ საკუთარი კაპიტნის შესაძლებლობები შეაფასონ.

"ბორნმუთმა" მიმდინარე სეზონის სტარტზე ინგლისური ტოპ-კლუბიდან ერთი ძლიერი მოთამაშე უკვე დაიმატა. "ალუბლებმა" ლონდონის "არსენალიდან" ჯეკ უილშირი ერთწლიანი იჯარით გადაიბირეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსიტრანსფერები ბორნმუთი ტერი

დღის ვიდეო

დონარუმას გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები