ვალენსიას სეზონის ბოლომდე ვორო უხელმძღვანელებს


ვალენსიას სეზონის ბოლომდე ვორო უხელმძღვანელებს
"ვალენსიამ" ვორო გონსალესი გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დანიშნა.

2016 წლის ბოლოს "ღამურებმა" ჩეზარე პრანდელი დაითხოვეს და 53 წლის ესპანელ სპეციალისტს, მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ, თავკაცის მოვალეობების შესრულება დაეკისრა.

როგორც ესპანური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, "ვალენსიას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ვოროს სრულფასოვანი შანსი მისცეს და ის გუნდს 2017 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 17 ტურის შემდეგ "ვალენსიას" მხოლოდ 13 ქულა აქვს და მე-17 პოზიციაზე იმყოფება.

http://www.ccna5.net/ccna-4-final-exam-connecting-networks-version-5-0
ასევე იხილეთ თემაზე:
ვალენსია ვორო

დღის ვიდეო

დონარუმას გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები