ბადშტუბერი: "ბაიერნის მადლიერი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბადშტუბერი: "ბაიერნის მადლიერი ვარ"


ბადშტუბერი:
27 წლის გერმანელმა მცველმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა, მიუნხენის "ბაიერნს", გელზენკირხენის "შალკეში" გაშვების გამო, მადლობა გადაუხადა.

"მიუნხენის "ბაიერნის" მადლიერი ვარ, რომელმაც ჩემი თხოვნა შეასრულა. მინდა, რომ "შალკეში" სათამაშო პრაქტიკა დავაგროვო, რადგან ეს ჩემთვის აუცილებელია.

გელზენკირხენში გასატარებელ პერიოდს სულმოუთმენლად ველოდები და მინდა, რომ ჩემს ახალ გუნდს დავეხმარო", - განაცხადა ბადშტუბერმა.

"რეკორდმაისტერის" უკანა ხაზელი "შალკეს", სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით შეუერთდა და მომდევნო ექვს თვეში მისი მომავალიც გადაწყდება. ბადშტუბერის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბაიერნთან" ზაფხულში იწურება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნიშალკე 04 ბადშტუბერი


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები