ჩიჩარიტო: "მხოლოდ ბაიერში დარჩენაზე ვფიქრობ"


ჩიჩარიტო:
ლევერკუზენის "ბაიერის" თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა, პრესაში გავრცელებული ჭორები უარჰყო და აღნიშნა, რომ ბუნდესლიგაში რჩება.

"ფიოლერსა და "ბაიერის" სხვა წარმომადგენლებს ჩემთვის სხვა კლუბების ინტერესზე არაფერი უთქვამთ. რაც შეეხება სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც აქამდე გავიგე, ყველა ჭორს შეესაბამება.

ჩემთან ან ჩემს აგენტთან დაკავშირებას არავინ ცდილობდა. ახლა მხოლოდ ლევერკუზენის "ბაიერში" დარჩენაზე ვფიქრობ", - განაცხადა მექსიკელმა ფორვარდმა.

რამდენიმე დღის წინ გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ "ბაიერი" მზადაა ჩიჩარიტო 25 მილიონ ევროდ გაყიდოს.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
ლევერკუზენის ბაიერი ჩიჩარიტო

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები