შიდაგორიძე საბურთალოს ღირსებას დაიცავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შიდაგორიძე საბურთალოს ღირსებას დაიცავს


შიდაგორიძე საბურთალოს ღირსებას დაიცავს
შინდაგორიძე და "საბურთალო" შეთანხმდნენ. ამიერიდან, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს ღირსებას 23 წლის ფორვარდი, ლაშა შინდაგორიძე დაიცავს. ახალწვეულმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ტანმაღალი თავდამსხმელი ბოლოს "ცხინვალში" ასპარეზობდა, მანამდე კი ბოლნისის "სიონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უთამაშია. 2012-2013 და 2014 წლებში "დინამოში" ირიცხებოდა.

შინდაგორიძე ჩვენი კლუბის მეორე ახალწვეულია. რამდენიმე დღის წინ "საბურთალოსთან" ხელშეკრულება ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაჩი ცნობილაძემ გააფორმა.

წყარო: ს.კ "საბურთალოს" პრესსამსახური.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები