პსჟ სანჩესის შეძენას ზაფხულში შეეცდება


პსჟ სანჩესის შეძენას ზაფხულში შეეცდება
ფრანგული "პსჟ" ლონდონის "არსენალის" ჩილელი ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის შეძენას ზაფხულში გეგმავს.

ამჟამად, ალექსისს მოქმედი კონტრაქტი ლონდონელებთან 2018 წლამდე აქვს. სწორედ ამიტომ, "პსჟ"-ს სპორტული დირექტორი კლიუვერტი ჩქარი ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. წყაროს თქმით, ფრანგები ზაფხულს დაელოდებიან.

მიმდინარე სეზონში სანჩესმა "მეთოფეთა" მაისური 20-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

წყარო: Sky Sports

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები