ვესტ ჰემი ბატშუაით დაინტერესდა


ვესტ ჰემი ბატშუაით დაინტერესდა
"ვესტ ჰემი" ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური თავდამსხმელით, მიჩი ბატშუაით, ინტერესდება.

"Sky Sports-ს" ინფორმაციით, ლონდონური კლუბი 23 წლის ბელგიელის დამატების ვარიანტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განიხილავს.

ახალგაზრდა შემტევი "არისტოკრატებმა" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, მარსელის "ოლიმპიკიდან", 39 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ მიჩიმ მოლოდინი ვერ გაამართლა - პრემიერ ლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა (არცერთი ძირთად შემადგენლობაში) და მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა.

ბატშუაის კონტრაქტი "ჩელსისთან" 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

დღის ვიდეო

რუსთავში ქალ მსაჯს აგინეს, მან კი ფანს ბოთლი ესროლა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები