რომა მოუტინიოს აკვირდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომა მოუტინიოს აკვირდება


რომა მოუტინიოს აკვირდება
"მონაკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟოაო მოუტინიო, შესაძლოა, იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში გადაბარგდეს.

იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello sport" იტყობინება, რომ რომაულ კლუბს 30 წლის პორტუგალიელის იჯარით აყვანა სურს.

მოუტინიო ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება, ამიტომ "მონაკოს" დასატოვებლად მზად არის. ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 13 შეხვედრა (რვა ძირითადში) ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

"რომას", მოუტინიოსთვის ბრძოლაში, კონკურენციას მილანის "ინტერი" გაუწევს, რომელიც ფელიპე მელოს შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ალტერნატივად სწორედ პორტუგალიელს განიხილავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომატრანსფერები მონაკო მოუტინიო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები