ალეგრი: "ფეხბურთი ბიზნესად და შოუდ გადაიქცა"


ალეგრი:
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, ფიფას ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი იასპარეზებს.

"ვნახოთ ამ ყველაფერს როგორი სტრუქტურა ექნება. ზოგადად, ფეხბურთი გლობალიზაციას განიცდის, რადგან წინა პლანზე ისეთი ქვეყნები გამოდიან, როგორიც ჩინეთი და რუსეთია.

თუკი ფიფა შემოსავლის გაზრდის საშუალებას ეძებს, მაშინ ამას უბრალოდ უნდა შევეგუოთ. ფეხბურთი ბიზნესად და შოუდ გადაიქცა", - აცხადებს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი.

ფიფას ახალი წესებით, რომელიც ძალაში 2026 წლიდან შევა, მუნდიალზე 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ითამაშებს და 16 სამგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. გარდა ამისა, თითოეულ კონტინენტს, მსოფლიო პირველობაზე გამსვლელი გუნდების რაოდენობა გაეზარდა.

დღის ვიდეო

დონარუმას გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები