ბარსელონა 1/4 ფინალშია


ბარსელონა 1/4 ფინალშია
ესპანეთის კოპა დელ რეის 1/8 ფინალურ ეტაპის განმეორებით მატჩში კოპა დელ რეიზე "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" 3-1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გავიდა.

ანგარიში 36-ე წუთზე ლუის სუარესმა ულამაზესი დარტყმით გახსნა. კატალონიელებმა მეორე გოლი 47-ე წუთზე ნეიმარის პენალტის წყალობით გაიტანეს.

ბასკებმა 51-ე წუთზე ანგარიშის შემცირება შეძლეს. ენრიკ საბორიტის თავური დარტყმა "ბარსელონას" კარის ბადის შემარხეველი აღმოჩნდა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე ლეო მესიმ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა.


ასევე იხილეთ თემაზე:
ბარსელონა მესი ნეიმარი სუარესი

ყველა სიახლე

ცხრილები