შინდაგორიძე და "საბურთალო" შეთანხმდნენ


შინდაგორიძე და
ამიერიდან, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს ღირსებას 23 წლის ფორვარდი, ლაშა შინდაგორიძე დაიცავს.

ახალწვეულმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ტანმაღალი თავდამსხმელი ბოლოს "ცხინვალში" ასპარეზობდა, მანამდე კი ბოლნისის "სიონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უთამაშია. 2012-2013 და 2014 წლებში "დინამოში" ირიცხებოდა.

შინდაგორიძე თბილისური კლუბის მეორე ახალწვეულია. რამდენიმე დღის წინ "საბურთალოსთან" ხელშეკრულება ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაჩი ცნობილაძემ გააფორმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
საბურთალო შინდაგორიძე

დღის ვიდეო

ფაჩულიას კურიოზული განცხადება ოლ სტარის შედეგებზე

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები