ბარსელონას დირექტორი: "მესი გუნდს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დატოვებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას დირექტორი: "მესი გუნდს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დატოვებს"


ბარსელონას დირექტორი:
კატალონიის "ბარსელონას" დირექტორის ოსკარ გრაუს თქმით, ამ გუნდის არგენტინელი ლიდერი ლეო მესი "ბარსას" მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დატოვებს.

"გვსურს, ბარსელონაში საუკეთესო ფეხბურთელებმა ითამაშონ. მესი სწორედ ასეთია. მას ბარსელონაში დარჩება სურს და აქ თამაშით ბედნიერია.

მესი ბარსელონას მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დატოვებს - თუ ის ახალ კონტრაქტში მოითხოვს ისეთ ასტრონომიულ ხელფასს, რომლის გადახდის საშუალებაც არ გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევარი გუნდის გაყიდვა მოგვიწევს", - აცხადებს გუნდის დირექტორი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბარსელონა მესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები