ობამეიანგის ოცნებას ზიდანი ხელს უშლის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგის ოცნებას ზიდანი ხელს უშლის


ობამეიანგის ოცნებას ზიდანი ხელს უშლის
ცნობილი გერმანული გამოცემა, Bild წერს, რომ ზინედინ ზიდანს ობამეიანგი "რეალში" არ სურს.

27 წლის გაბონელმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" თამაში მისი ოცნებაა.

Bild-ის თანახმად კი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ფრანგი სპეციალისტის ტაქტიკაში არ ჯდება და ამიტომ არ აპირებს "დორტმუნდთან" მოლაპარაკებების დაწყებას.

თანაც, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანული გუნდი ფორვარდის სანაცვლოდ არანორმალურ თანხას ითხოვს.

გახსოვთ, ალბათ, რომ გაბონელი რამდენიმე წლის წინ "მილანის" საკუთრება იყო და გუნდმა ის "კაპიკებად" გაუშვა "დორტმუნდში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები