დელ ბოსკე: "რონალდუ ყველა დროის საუკეთესო? რაულსაც და ხენტოსაც ჰქონდათ ეპოქა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დელ ბოსკე: "რონალდუ ყველა დროის საუკეთესო? რაულსაც და ხენტოსაც ჰქონდათ ეპოქა"


დელ ბოსკე:
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავრმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ "სამეფო კლუბის" ლეგენდებზე ისაუბრა.

მას ჰკითხეს, არის თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ლეგენდა მადრიდული გუნდისთვის, რაზეც ასე უპასუხა:

"უნდა ვაღიაროთ, რომ "რეალში" ყველა ფეხბურთელს თავის ეპოქა ჰქონდა.

დღეს, კრიშტიანუ რონალდუა საქმეში, თუმცა ასე იყვნენ რაულიც და ფრანსისკო ხენტოც...

მათ დიდებული გუნდი და დიდებული მწვრთნელები ჰყავდათ", - აცხადებს დელ ბოსკე.

შეგახსენებთ, რომ ფრანსისკო ხენტოს ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული. ის მთელს მსოფლიოში რეკორდსმენია.

რაც შეეხება რაულს, ის "რეალის" გოლეადორი იყო, თუმცა მისი რეკორდი რონალდუმ მოხსნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები