ული ჰიონესის კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ: "იქ შევიცვალე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ული ჰიონესის კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ: "იქ შევიცვალე"


ული ჰიონესის კომენტარი ციხიდან გამოსვლის შემდეგ:
2014 წელს, "ბაიერნის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის წინააღმდეგ გერმანიის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

"რეკორდმაისტერის" პრეზიდენტს გადასახადების დამალვაში დაედო ბრალი, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენდა.

ჰიონესი საპატიმროში წელიწად-ნახევარი იმყოფებოდა, შემდეგ კი კვლავ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.

"საპატიმროში ყოფნის დროს ბევრმა ცნობილმა საფეხბურთო მოღვაწემ მომწერა წერილი, მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონმაც.

სიმართლე გითხრათ იქ შევიცვალე. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დატოვების შემდეგ უფრო თავდამბალი და გულჩვილი გავხდი.

ვერიდები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოჩენას", - განაცხადა ჰიონესმა.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები