მესი კუმანს გაუტოლდა
თარიღი: იანვარი 12, 2017, 12:10
"ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობით, "ბლაუგრანას" ყოფილ მოთამაშეს რონალდ კუმანს გაუტოლდა.
როგორც იცით, ესპანეთის თასის საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონამ" შინ ბილბაოს "ატლეტიკი" მიიღო და ანგარიშით, 3-1 დაამარცხა. ლიონელ მესიმ თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. ეს უკანასკნელი რიგით 26-ე გამოდგა, რომელიც არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მესიმ საჯარიმოდან ზედიზედ სამ მატჩში პირველად გაიტანა.
წყარო: SPORT.ES
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE