პსჟ კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს


პსჟ კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს
შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენმა" მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთი ან ორი ფეხბურთელი დაიმატოს. ამის შესახებ განცხადებას გუნდის სპორტული დირექტორი პატრიკ კლიუვერტი ავრცელებს.

"შეიძლება კლუბმა კიდევ ერთი ან ორი ფეხბურთელი დაიმატოს. ახალწვეულები გუნდს ყოველთვის აძლიერებენ. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.

როგორც იცით, "პსჟ"-მ ზამთარში "ვოფლსბურგიდან" გერმანელი ფეხბურთელი დრაქსლერი დაიმატა.

წყარო: Goal.com

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები