სუარესი: "მესი მოედანზე სულ სიურპრიზებს გვთავაზობს"


სუარესი:
"ბარსელონას" ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა "ატლეტიკთან" მატჩის შემდეგ ლიონელ მესი შეაქო.

"ის განსაკუთრებულია. ლეო ყოველ მატჩში ადასტურებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ფეხბურთის ქომაგს სულ სიურპრიზებს სთავაზობს.

მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. 100 გოლი? ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლი შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა", - განცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" "ატლეტიკი" ანგარიშით, 3-1 დაამარცხა.

წყარო: Goal.com

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები