ლევან მჭედლიძე ვარჯიშზე დაშავდა


ლევან მჭედლიძე ვარჯიშზე დაშავდა
"ემპოლის" ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე დაშავდა. ამის შესახებ იტალიური მედიას წერს.

როგორც ცნობილი გახდა, ჩვენებურმა ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა. ჯერ ტრავმის სირთულე ყველასათვის უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ლევანს სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა ჩაუტარდეს. დიდი ალბათობით, მჭედლიძეს "სამპდორიასთან" გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ "ემპოლის" მაისური 8-ჯერ მოირგო და 3 გოლის გატანა მოახერხა.

შაკო შიუკაშვილი


წყარო: Sampnews24.com

დღის ვიდეო

ზაზას საუკეთესო მომენტები ამ სეზონში

ყველა სიახლე

ცხრილები