ინტერმა გალიარდინი დაიმატა


ინტერმა გალიარდინი დაიმატა
"ატალანტას" საყრდენი ნახევარმცველი, რობერტო გალიარდინი, კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს "ნერაძურის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბმა 22 წლის იტალიელი იჯარის წესით 2018 წლის ზაფხულამდე დაიმატა, გამოსყიდვის უფლებით.

შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ როგორც იტალიური პრესა იუწყება, გალიარდინის დროებით გადაბირება "ინტერს" ორი მილიონი ევრო დაუჯდა. რობერტოს გამოსასყიდი თანხა კი ოც მილიონ ევროს შეადგენს.

"მიხარია, რომ "ინტერის" მოთამაშე გავხდი. ჩემი ოცნება ახდა. ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ ახალ პარტნიორებს. მინდა, რომ კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო", - განაცხადა რობერტომ.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გალიარდინიმ 13 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები