ჯენოას კატალდის იჯარით დამატება სურს


ჯენოას კატალდის იჯარით დამატება სურს
რომის "ლაციოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, დანილო კატალდიმ, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი, შესაძლოა, გენუურ კლუბში ჩაატაროს.

"ჯენოა" ტომას რინკონის შემცვლელს ეძებს, რომელმაც გუნდი იანვარში დატოვა და ტურინის "იუვენტუსს" იჯარის წესით შეუერთდა.

"Sky Italia-ს" ინფორმაციით, გენუური კლუბის ხელმძღვანელობას რომაელთა საყრდენის იჯარით დამატება სურს და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

21 წლის იტალიელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 11 მატჩი (5 ძირითადში) ჩაატარა და ერთ ბურთი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციოტრანსფერები ჯენოა კატალდი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები