კოსელნიმ, კოკლენმა და ჟირუმ გაახანგრძლივეს


კოსელნიმ, კოკლენმა და ჟირუმ გაახანგრძლივეს
ლონდონის "არსენალმა" კონტრაქტი გუნდის ერთდროულად სამ ფრანგ ლეგიონერს, ლორან კოსელნის, ფრენსის კოკლენსა და ოლივიე ჟირუს გაუხანგრძლივა.

"მეთოფეების" ოფიციალური ვებ-გვერდი მხოლოდ იმას იტყობინება, რომ სამივე მათგანმა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. დეტალები კი უცნობია.

"ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის სამმა მნიშვნელოვანმა წევრმა "არსენალში" დარჩენა კიდევ დიდი ხნით მოისურვა. ფრენსისმა ბოლო წლებში დიდ წარმატებას მიაღწია, ამიტომ ის ყოველდღე კონცენტრირებულია.

ოლივიეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ლორანი კი ჩვენი გუნდის ღირსეული ფიგურა და ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ასე, რომ ეს ძალიან კარგი სიახლეა", - განაცხადა "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა.

ყველა სიახლე

ცხრილები