ავტორიზაცია

აბრამოვიჩი ბენიტესს არ გაათავისუფლებს

აბრამოვიჩი ბენიტესს არ გაათავისუფლებს
თარიღი 01 მარ 2013, 13:31
მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემმა" "ჩელსი" სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ რაფაელ ბენიტესს ნებისმიერი მომდევნო წარუმატებლობა შეიძლება სამსახურის ფასად დაუჯდეს, მაგრამ თავად ესპანელი ამას გამორიცხავს. "აბრამოვიჩთან ჩინებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი საფეხბურთო შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ვიცი, რა სურს მას და სწორედ იმიტომ ვარ "ჩელსიში", რომ მისი სურვილების შესრულებას ვეცადო. ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა ბენიტესმა. "არა, არა მგონია, რომ ზაფხულამდე გამათავისუფლებენ. კლუბში კარგად იციან, როგორ ვმუშაობთ და ვცდილობთ ყველაფრის შეცვლას". წყარო: Sky Sports