ავტორიზაცია

"რეალი" - "ბარსელონა". პრევიუ

"რეალი" - "ბარსელონა". პრევიუ
თარიღი 02 მარ 2013, 14:34
სავარაუდოდ, კატალონიური გრანდი შაბათს ჟოზე მოურინიოს შეგირდებზე შურისძიებას შეეცდება. მოგეხსენებათ, ისინი გასულ სამშაბათს კოპა დელ რეის 1/2 ფინალში "ნოუ კამპზე" ანგარიშით 1-3 დამარცხდნენ. გაგაცნობთ სავარაუდო შემადგენლობებს: მეკარე: დიეგო ლოპეზი. მცველები: ალვარო არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო ვიერა. საყრდენი ნახევარმცველები: მიკაელ ესიენი, ლუკა მოდრიჩი. შემტევი ნახევარმცველები: ხოსე მარია კალეხონი, რიკარდო კაკა, კრისტიანო რონალდო. გამოკვეთილი თავდამსხმელი: კარიმ ბენზემა. მეკარე: ვიქტორ ვალდესი. მცველები: დანი ალვეში, ხერარდ პიკე, ხავიერ მასკერანო, ხორდი ალბა. ნახევარმცველები: ხავი ერნანდესი, სერხიო ბუსკეცი, ანდრეს ინიესტა. თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, ლიონელ მესი, დავიდ ვილია. აშკარაა, რომ სამეფო კლუბი მომავალ "ელ კლასიკოში" შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს, რადგან მათ სულ მალე უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერში მოგზაურობა მოუწევთ და ენერგიის შენარჩუნება აუცილებელია. მარსელოს, კაკას, მოდრიჩს და კარიმ ბენზემას ესპანეთის თასზე სამშაბათს "ბლაუგრანას" წინააღდმეგ არ უთამაშიათ. სერხიო რამოსი, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრუნდება. როგორც იცით, იგი "რაიო ვალეკანოსთან" გააძევეს. მატჩში ვერ იქნება ანხელ დი მარია, რომელმაც გასულ ტურში "დეპორტივოსთან" წითელი ბარათი მიიღო. მოსალოდნელია, რომ ლიონელ მესი სიცხის ქონის მიუხედავად ძირითადში მაინც დაიწყებს თამაშს. ბრაზილიელ ადრიანოს დაზიანების შემდეგ მოედანზე გამოსვლა შეეძლება, ხოლო ალექს სონგის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან მას მუხლის ტრავმა აწუხებს. "იცით თუ არა რომ..." -მადრიდელებმა პრიმერა დივიზიონში ბოლო 11 ჩატარებული თამაშიდან, 10-ში სამი ქულის აღება მოახერხეს. - როგორც იცით "რეალმა" სამშაბათს "ბარსა" 1-3 დაამარცხა. ეს გამარჯვება, იყო საუკეთესო "ნოუ კამპზე" მთელ ისტორიაში 1963 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც სამეფო კლუბმა 1-5 მოიგო. - დედაქალაქელებმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად 42 შეხვედრა ჩაატარეს და 101 ბურთი გაიტანეს (2,4 გოლი საშუალოდ თითო მატჩში). - "ბარსელონამ" ბოლო შვიდ შეხვედრაში (ყველა ჩემპიონატში) მხოლოდ სამი მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და ასევე ორჯერ დამარცხდა. - "ბლაუგრანამ" მადრიდის "რეალთან" ბოლოს გამართულ შვიდ მატჩში, მხოლოდ ერთხელ იმარჯვა (ერთი მოგება, სამი ფრე, სამი წაგება). - არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ მიმდინარე ლა ლიგის სეზონში ზედიზედ 15 მატჩში ერთ ან მეტი გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონატის რეკორდია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა იგი ამ სერიის გაგრძელებას. წყარო: goal.com