სანახაობრივი რაგბი მესხზე - ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანახაობრივი რაგბი მესხზე - ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია


სანახაობრივი რაგბი მესხზე - ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია
დასრულდა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოში ტარდებოდა.

ფინალური დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ზელანდიელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მატჩის პირველ წუთებზე ზედიზედ 2 ლელო დადეს. საბოლოოდ, ეს უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში შენარჩუნდა - 64:17 ახალი ზელანდია 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონია.

ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ინგლისი იყო, თუმცა მათ ამ ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და ზელანდიასთან გამანადგურებელი ანგარიშით წააგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები