VIDEO: დაძაბული მატჩი ყაზანში - პორტუგალია 2:2 მექსიკა


VIDEO: დაძაბული მატჩი ყაზანში -  პორტუგალია 2:2 მექსიკა
კონფედერაციის თასის მატჩში პორტუგალიის ნაკრები მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ შესანიშნავი გადაცემა გააკეთა და ქუარეჟმას გოლი გაატანინა.

42-ე წუთზე ანგარიში ჩიჩარიტომ გაათანაბრა. 86 წუთზე სედრიკმა პორტუგალია კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა 90-ე წუთზე მექსიკელებმა კვლავ მოახერხეს გათანაბრება. გოლი ჰექტორ მორენომ გაიტანა.

ამრიგად, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

დღეს, 22:00 საათზე B ჯგუფის მატჩში კამერუნი ჩილეს ხვდება.

A ჯგუფი

1. რუსეთი - 3 ქულა
2. პორტუგალია - 1 ქულა
3. მექსიკა - 1 ქულა
4. ახალი ზელანდია - 0 ქულა

მიმოხილვა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები