რა უთხრა ზიდანმა რონალდუს სატელოფონო ზარში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა უთხრა ზიდანმა რონალდუს სატელოფონო ზარში?


რა უთხრა ზიდანმა რონალდუს სატელოფონო ზარში?
ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ზინედინ ზიდანი კრიშტიანუ რონალდუს ტელეფონით ესაუბრა.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელს "სამეფო კლუბის" დატოვება სურს.

რა თქმა უნდა, ფრანგ სპეციალისტს არ სურს, რომ გუნდი მთავარმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვოს და მას უმალვე დაუკავშირდა.

MARCA წერს, რომ ზიდანმა კრიშტიანუს დარჩენისკენ მოუწოდა და ისიც დაამატა, რომ "რეალს" ის სჭირდება.

1 კვირაა რონალდუს "რეალიდან" წასვლაზე აქტიურად იწერება.

რაც მთავარია არც "რეალს" და არც რონალდუს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ, რაც იმას ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ჭორი არ არის.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები