ვერატი კლუბს: "პარიზში არ დავბრუნდები, გამიშვით ბარსელონაში"


ვერატი კლუბს:
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport წერს, რომ მარკო ვერატიმ "პარი სენ ჟერმენს" ულტიმატუმი წაუყენა.

იტალიელ ნახევარმცველს საფრანგეთის დატოვება სურს.

ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, რომ მისი ყიდვა "ბარსელონას" უნდა და როგორც ჩანს თავად ფეხბურთელსაც სურს კატალონიაში თამაში.

იტალიური წყაროები წერენ, რომ ვერატიმ "პსჟ"-ს დირექტორს შემდეგი მესიჯი მიწერა: "გამიშვით "ბარსელონაში", პარიზში აღარ დავბრუნდები."

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები