რონალდუმ მენდეშს მანჩესტერთან მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუმ მენდეშს მანჩესტერთან მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა


რონალდუმ მენდეშს მანჩესტერთან მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა
ცნობილი ესპანური გამოცემა AS პორტუგალიურ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ რონალდუმ თავის აგენტს "მანჩესტერთან" მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა.

A Bola პორტუგალიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემაა და ეს წყარო წერს, რომ ამჟამად მენდეში რონალდუს ტრანსფერზე მუშაობს.

როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელის მოთხოვნაა, რომ მხოლოდ ყოფილ გუნდთან აწარმოოს მენდეშმა მოლაპარაკებები.

კრიშტიანუს ტრანსფერზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას "რეალის" დატოვება სურს. ამ დროისთვის არც კლუბს და არც ფეხბურთელს ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია, რაც იმას ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ჭორი არ არის.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები