ტებასი:"ვისაც საგადასახოდსთან პრობლემა აქვს, ყველას გაიძვერად თვლიან"


ტებასი:
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კრიშტიანუ რონალდუს საქმეზე კომენტარი გააკეთა.

ესპანეთის სასამართლო პორტუგალიელს 14.7 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ ამ საქმეში უდანაშაულოა.

დღეს ისეთი სიტაუციაა, რომ ვისაც საგადასახადოსთან პრობლემა ექმნება, მაშინვე ყველა გაიძვერად გამოჰყავთ.

მის საქმეს გავეცანი და ვფიქრობ, რომ რონალდუს კრიმინალთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ამბობს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები