რეალის ყოფილი პრეზიდენტი: "რონალდუს გადაფიქრება და შენარჩუნება რთული იქნება"


რეალის ყოფილი პრეზიდენტი:
მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რეიმონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

პორტუგალიელზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მადრიდიდან წასვლა უნდა.

"ვფიქრობ, რომ ის ახლა გაბრაზებულია.

შესაძლებელია, მან ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო. ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვით, რადგან დეტალებში გარკვეულები არ ვართ.

თუმცა, თუ კრიშტიანუმ წასვლა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, რთული იქნება მისი აზრის შეცვლა. რონალდუმ ყოველთვის იცის როდის რა უნდა", - ამბობს კალდერონი.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები