დონარუმას გუშინდელ მატჩში ყალბი ფული დააყარეს (ვიდეო)


დონარუმას გუშინდელ მატჩში ყალბი ფული დააყარეს (ვიდეო)
გუშინ დანიისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების ასაკობრივ შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

იტალიელთა გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას მისამართით იტალიელმა, სავარაუდოდ "მილანის" ფანებმა, ყალბი დოლარები გადაყარეს. გარდა ამისა, იტალიელებს ჰქონდათ ბანერი, სადაც შემდეგნაირი წარწერა იყო - დოლარუმა.

როგორც მოგეხსენებათ, დონარუმამ "მილანთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და ის ახალი გუნდის ძიებაშია.

აღსანიშნავია, რომ დანიისა და იტალიის 21-წლამდელთა გუნდებს შორის გამართული მატჩი იტალიის გამარჯვებით (0:2) დასრულდა.

იხილეთ VIDEO:


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები