ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია


ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

პირველ ეტაპზე 3 ქართული გუნდი, "ტორპედო", "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" მონაწილეობენ.

ბათუმელები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ "იაგიელონიას" დაუწყვილდნენ.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ "ტრენჩინს" შეხვდა.

"ჩიხურა" კი ავსტრიულ "ალტახს დაუპირისპირდება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 6 ივლისს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები