რონალდუს მანჩესტერში გადასვლა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს მანჩესტერში გადასვლა უნდა


რონალდუს მანჩესტერში გადასვლა უნდა
"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლითაა დაინტერესებული, იტყობინება Sky Sports.

აქამდე არსებული ინფორმაციით, პორტუგალიელს მადრიდული გუნდიდან წასვლა ესპანეთის საგადასახადო ორგანიზაციასთან პრობლემის გამო სურს. რონალდუს ესპანეთის ბიუჯეტში 14,7 მილიონი ევროს გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.

"რეალი" ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს, ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მას მხოლოდ 400 მილიონ ევროდ შეელევა.

ფლორენტინო პერესის აზრით, ზემოთაღნიშნულმა ფასმა პოტენციური მყიდველები უნდა "დააშინოს".

"ემიუში" ტრანსფერს ნაკლებად სავარაუდოდ თვლიან, თუმცა, თუ რონალდუ თავის ამჟამინდელ გუნდს შეუთანხმდება, მაშინ სწორედ მანჩესტერში გააგრძელებს კარიერას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები