პელე: "რუსეთთან ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელე: "რუსეთთან ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაქვს"


პელე:
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პელემ აღნიშნა, რომ რუსეთს პირველად 1965 წელს ეწვია.

ამჟამად ბრაზილიელი ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია, სადაც კონფედერაციის თასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

– რამდენჯერ ხართ ნამყოფი რუსეთში?

– ალბათ, ექვსჯერ ან შვიდჯერ, ამერია. პირველად მაშინ მოხდა, როცა თქვენ ჯერ დაბადებულებიც არ იყავით, 1965 წელს.

– ზუსტად.

– თუმცა, მას შემდეგ არაერთხელ ჩამოვსულვარ.

– რა გახსენდებათ?

– გოლები, რადგან ფეხბურთელი ვარ. ძალიან სასიამოვნო მოგონებები. საერთოდ, რუსეთსა და ბრაზილიას კარგი კავშირი აქვთ. არ ვიცი, რატომ, რადგან ერთმანეთისგან გეოგრაფიულად ძალიან შორს ვართ, მაგრამ ფეხბურთში და სხვა სფეროებში ჩვენი პოზიციები, თვალსაზრისები საკმაოდ ახლოსაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები