რუმენიგე: "ინტერესი რონალდუს მიმართ? ეს ზღაპარია"


რუმენიგე:
კარლ-ჰაინც რუმენიგე მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს მიუნხენის "ბაიერნთან" დაკავშირებას გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია უარყო.

"ბაიერნი რონალდუს შეძენით ინტერესდება? მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვთქვა, რომ ყველა ჭორი სიმართლე არ არის. ეს ინფორმაციაც მორიგი ზღაპარია", - განაცხადა რუმენიგემ.

როგორც მოგეხსენებათ, პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ კრიშტიანუ მზადაა მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.

მიუნხენის "ბაიერნის" გარდა, კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედთან", "პარი სენ-ჟერმენთან" და მთელ რიგ ამერიკულ და ჩინურ გუნდებთან აკავშირებენ.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიბაიერნი რონალდუ

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები