მბაპე: "ან მადრიდის რეალი ან არაფერი"


მბაპე:
"მონაკოს" 18 წლის ფეხბურთლმა, კილიან მბაპემ დაასახელა ის ერთადერთი გუნდი, რომელშიც ის შესაძლოა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდეს.

"ან მადრიდის "რეალი", ან არაფერი", - ციტირებს კილიან მბაპეს გავლენიანი გამოცემა - Marca.

აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპე არა მხოლოდ მადრიდის "რეალის", არამედ სხვა მთელი რიგი სუპერგრანდების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

რამდენიმე ხნის წინ იწერებოდა, რომ მისი შეძენით არსენ ვენგერიცაა დაინტერესებული. ფრანგი სპეციალისტი მბაპეს რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას სთავაზობს.

მიუხედავად ამისა, "მონაკოს" ჯერჯერობით მბაპეს მომავლის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. კლუბი რამდენიმე გრანდთან ფრანგი ტალანტის თაობაზე მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები