პსჟ კუადრადოთი ინტერესდება


პსჟ კუადრადოთი ინტერესდება
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა "იუვენტუსის" ნახევარმცველ ხუან კუადრადოსადმი იჩენს ინტერესს.

როგორც Tmw იტყობინება, მხარეები ამ ტრანსფერის ალბათობას უკვე განიხილავენ, თუმცა არანაირ პრინციპულ შეთანხმებაზე საუბარი ჯერ არ მიდის.

ცნობისთვის, პარიზელები და ტურინელები ფრანგული გუნდის შუახაზელის, ბლეზ მატუიდის შესაძლო ტრანსფერზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

კუადრადომ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები