კისლინგი კარიერას მომავალ ზაფხულს დაასრულებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კისლინგი კარიერას მომავალ ზაფხულს დაასრულებს


კისლინგი კარიერას მომავალ ზაფხულს დაასრულებს
"ბაიერის" თავდამსხმელი, შტეფან კისლინგი მომავალ ზაფხულს კარიერას დაასრულებს, იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

სავარაუდოდ, 33 წლის გერმანელი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ კლუბში დარჩება, სადაც 2006 წლიდან ასპარეზობს.

გასულ სეზონში კისლინგმა "ფარმაცევტთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ფორვარდს ლევერკუზენელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.


ყველა სიახლე

ცხრილები